Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ლავროვი: მოსკოვი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს
Civil.ge
17 October 2017, 14:05

მოსკოვი „პატივს სცემს“ და „მხარს დაუჭერს“ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 ოქტომბერს საპანელო განხილვაზე საუბრისას, რომელიც ახალგაზრდობის და სტუდენტთა მე-19 მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

როდესაც მას სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის შესაძლო გაერთიანების შესახებ ჰკითხეს, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „საბჭოთა კავშირში, როგორც იცით, ასეთი რამ უკვე იყო. იყო ერთიანი ოსეთი, თუმცა შემდეგ ის ორ ნაწილად გაიყო. მაშინ ბევრ რამეს გადასცემდნენ ერთი რესპუბლიკიდან მეორეს, მათ შორის იყო ყირიმიც, და დიდად არ ზრუნავდნენ საბჭოთა კონსტიტუციის დაცვაზე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართველოს ომსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები და რუსული არმია „დაეხმარნენ, რათა არ დაეშვათ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ძალით გადაეწყვიტა ტერიტორიული პრობლემა, როგორც ის მას ეძახდა, მიუხედავად ეუთოს გადაწყვეტილებებისა, მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსი და ოსი, ასევე ქართველი მშვიდობისმყოფელები იმყოფებოდნენ, რომლებიც ამ აგრესიული აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიყვანეს“.

„ჩვენ ყველანაირად პატივს ვცემთ და დავეხმარებით სამხრეთ ოსეთს თავისი სუვერენიტეტის დაცვაში ჩვენი მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობების მეშვეობით“, - დასძინა ლავროვმა.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი